კარიკატურა: მაურო იკარდის ცოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელსა და მესის უტევს (ფოტო)
მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ იძახებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მან თანამემამულე ფეხბურთელს, მაქსი ლოპესს ცოლი მოპარა. ლოპესმა ყოფილი მეუღლე, ვანდა ნარა 2013 წელს ღალატში დაადანაშაულა და მას გაშორდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ნარას იკარდისთან ჰქონია ურთიერთობა. ეს წყვილი 2014 წლის მაისში შეუღლდა. სწორედ ამ სამარცხვინო საქციელის გამო, უკვე მესამე წელია “ინტერის” თავდამსხმელს ეროვნული გუნდის ფორმა არ მოურგია.
მორიგი სანაკრებო შესვენების წინ ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: “თუ სიუჟეტი და მთავარი მოქმედი პირი არ იცვლება, ფილმის დასასრული ყოველთვის ერთი და იგივეა.”
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ომარ მომანიმ ასეთი კარიკატურა შემოგვთავაზა.