აგენტი: “იქნება თუ არა დე ბური ჰოლანდიის ნაკრების მომავალი მწვრთნელი?”
სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანი ბლინდი გაათავისუფლეს. ჟურნალისტებმა ამ თანამდებობის დაკავების კანდიდატებად რამდენიმე სპეცილისტი დაასახელეს. მათ შორის არის ფრანკ დე ბური, რომელიც ბოლოს მილანის “ინტერს” წვრთნიდა.
ამ თემასთან დაკავშირებით დე ბურის აგენტმა ისაუბრა.
“ფრანკს უნდა, რომ ყოველ დღე მინდორზე იდგეს. შესაბამისად, მას არცერთი ნაკრების მწვრთნელობა არ სურს. არა, დე ბური ნამდვილად არ იქნება ჰოლანდიის დამრიგებელი,” – განაცხადა გვიდო ალბერსმა.