ვლადიმირ ვაისი: “შედეგით კმაყოფილები ვართ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მოხარული ვარ, რომ დიდი ხნის შემდეგ გამარჯვება შევძელით, თანაც დიდი ანგარიშით. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. სამწუხაროა, რომ ასე კარგად სერბებთან ვერ ვითამაშეთ, შედეგად დამსახურებული კრიტიკა მივიღეთ. ჩვენ ამ შეხვედრაში ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და შედეგით კმაყოფილები ვართ.
ოფიციალური და ამხანაგური მატჩები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ლატვიის ნაკრებს პატივს ვცემ, თუმცა ეს გუნდი არ არის სერბეთი, უელსი და ირლანდია. ჩვენ თამაშის წინ ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ დამაჯერებლად მოგება უცილებელი იყო. ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს. ყოველთვის ვცდილობთ, თამაშის დროს ვაჩვენოთ ის, რაც შეგვიძლია. მოხარული ვარ, რომ დღეს ყველაფერი გამოგვივიდა.
კვერკველია, კანკავა და ლორია დავასვენეთ, რადგან გვინდოდა, რომ კიტეიშვილს, მაკარიძეს, ხოჭოლავას და სხვებს უფრო მეტი სათამაშო დრო ჰქონოდათ. კანკავამ და კვერკველიამ და მათმა კლუბებმა გვთხოვეს, რომ მათთის დასვენების საშუალება მიგვეცა.
ახალმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. კიტეიშვილს, არაბიძესა და ქვილითაიას გამოვარჩევდი. ვაკოსთვის ბოლო მატჩის ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა იყო. შეხვედრის შემდეგ, ის მთელი ღამე ტიროდა და არ ეძინა. მინდოდა, რომ მისთვის მხარი დამეჭირა. ეროვნულ ნაკრებს მისი დონის ფეხბურთელი ჭირდება.”