გიორგი მაკარიძე: “ძალიან ბედნიერები ვართ”
“დინამო არენაზე” საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, Fanebi.Com-თან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მაკარიძემ გააკეთა.
“ფეხბურთელებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, კარგი თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც დადებითი მივიღეთ, რაც ჩვენთვის, სერბეთთან წაგების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ემოციები? რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. კარგად ვითამაშეთ და შესაფერისი შედეგიც მივიღეთ, ბედნიერები ვართ,” – აცხადებს 26 წლის მეკარე.