სანდრო კობახიძე: “მოგების გემო გავიხსენეთ”
დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ლატვიის გუნდს. გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან სანდრო კობახიძემ ისაუბრა.
“სერბეთთან გულდაწყვეტის შემდეგ, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო. გულშემატკივარი გავახარეთ და ამ ყველაფერმა ჩვენზეც ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მოგების გემო გავიხსენეთ.”
“სერბეთთან მოგება, რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი მიზანი იყო. თუმცა, მაინც კარგია, რომ დღეს ასეთი თამაში ვაჩვენეთ. ამ დაპირისპირებაში კიდევ უკეთ გამოჩნდა, რომ შეტევაში პრობლემები არ გაქვს. შემტევ, ლაღ და ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ,” – განაცხადა კობახიძემ.