დავით ხოჭოლავა: “კარის მშრალად ყველაფერი გავაკეთეთ”
ლატვიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა. სერბეთთან კრახის შემდეგ, აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ ორ მატჩს შორის სამი დღე გუნდში შესანიშავი ატმოსფერო სუფევდა. ყველაფერი გვინდოდა გაგვეკეთებინა, რათა გოლი არ გაგვეშვა და თან ბევრი გაგვეტანა.”
“იყო რამდენიმე შეცდომა, თუმცა ჩემს თამაშს ნორმალურად შევაფასებდი, რადგან საკუთარ კარში ბურთი არ მიგვიღია,” – განაცხადა ხოჭოლავამ.