ავთანდილ კენჭაძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო! (ვიდეო)
დიდი წარმატებით დაიწყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს 28 მარტს უნგრულ სომბათეიში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა. შეჯიბრების პირველ დღეს 4 წონით კატეგორიიდან ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 3 მედალი – 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ივერიკო ჯულაყიძე (65) დაეუფლა.
ავთანდილ კენჭაძემ ფინალის გზაზე 3 მეტოქე ჩამოიშორა, ფინელი ჰენრი ალექსი სელენიუსი 13:8, თურქი ნური თემური 7:4 და ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი ქულების აშკარა უპირატესობით 14:1 დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი საფრანგეთის წარმომადგენელ ზელიმხან ხაჯიევთან 0-2-ს აგებთა თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე შესრულებული 4-ქულიანი გდებით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
Wrestling.Ge