ჯაბა ჯიღაური: “გვინდოდა, ეს სანაკრებო პაუზა კარგ განწყობაზე დაგვესრულებინა”
ლატვიის დამარცხების შემდეგ, ჯაბა ჯიღაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მთლიანობაში, შესანიშნავი თამაში გამოვიდა. სერბეთთან მატჩის შემდეგ, გვინდოდა, კარგ განწყობაზე დაგვესრულებინა ეს სანაკრებო პაუზა.”
“ღმერთის წყალობითა და ჩვენი მონდომებით, ხუთი გოლი გავიტანეთ და ხასიათი გამოვისწორეთ.”
“ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე. კარგი იქნებოდა, გოლი გამეტანა, თუმცა, მთავარი გუნდური წარმატებაა,” – განაცხადა ჯაბამ.