მჭედლიძე: “ტრავმა ძალიან ცუდ მომენტში მივიღე”
იტალიური “ემპოლის” ქართველმა ლეგიონერმა, ლევან მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს თორმეტ მატჩში ხუთი გოლის გატანა შეძლო. იგი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა 23-ე ტურში, “ტორინოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დაახლოებით ორი თვის გამოტოვება მოუწია. საბედნიეროდ, ლევანმა დაასრულა მკურნალობა და შესაძლოა, იგი 30-ე ტურში (“რომასთან” სტუმრად) დაბრუნდეს.
მჭედლიძემ განვლილ პერიოდსა და სამამოავლო გეგმებზე ისაუბრა.
“როგორც იქნა, იმ გვირაბიდან გამოვედი, რომელშიც ამდენი ხნის მანძლზე ვიყავი. “ტორინოსთან” მიღებული ტრავმა, საბოლოოდ, მძიმე აღმოჩნდა. რთული გზა გავიარე და იმედი მაქვს, “რომასთან” შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ.”
“რა თქმა უნდა ეს ჩემი პირველი ტრავმა არ არის. მაგრამ, სხვებისგან იმით გამოირჩა, რომ ძალიან ცუდ დროს მივიღე. ამ დოის მანძილზე “ემპოლიმ” ექვსი შეხვედრა წააგო. მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვსურს კლუბის წარმატება.”
“აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გუმშემატკივარიც მშვენიერი გვყავს. ყოველთვის მაქვს განცდა, რომ “ემპოლი” და მე ერთი ნაწილი ვართ,”
“ბევრი დაიწერა ჩემი გუნდდან წასვლის შესახებ. მინდა, ამ საკითხსაც შევეხო. ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და თუ მესვეურები მოინდომებენ, შესაძლოა, ხელშეკრულება გავახანგრძლივო,” – განაცხად 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა.