მესი: “მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს სიტყვები ჰაერში ვთქვი” (ვიდეო)
ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინისა და ჩილეს ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ მსაჯისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
“მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს სიტყვები ჰაერში ვთქვი”, – ციტირებს მესის სიტყვებს La Nacion-ი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილეს ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გვერდითი არბიტრის შეურაცხყოფის გამო ფიფამ ლეო მესი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სწორედ ამ მიზეზის გამო გამოტოვა არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართული შეხვედრა (0:2).
Ya no me importa si castigan a Messi para próximo partido.Pero como árbitro Ricci no informó insultos le regalo video a Evo Morales pic.twitter.com/fZowBRqhYe
— Rafael Araneda (@RafaAraneda) 24 March 2017