8 რამ, რაც შესაძლოა, ჯანლუიჯი ბუფონზე არ იცოდით
გთავაზობთ ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონზე ბევრმა არ იცოდეს.
1. ყველაზე ძვირადღირებული მეკარე
2001 წელს ტურინის “იუვენტუსმა” “პარმას” ბუფონის სანაცვლოდ 33 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა. დღემდე ამაზე დიდი თანხა მეკარეში არავის გადაუხდია.
2. სპორტული ოჯახი
ჯიჯის დედა, მარია ბირთვის მკვრელი იყო, მამა ადრიანო კი – ძალოსანი. მისი ორი და ფრენბურთში იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
3. ლორენცო ბუფონი
ლორენცო ბუფონი 1948 წლიდან 1965 წლამდე “მილანში”, “ჯენოაში”, “ინტერში”, “ფიორენტინასა” და იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. ის ჯანლუიჯი ბუფონის ბაბუის ბიძაშვილია.
4. მსოფლიოს ჩემპიონატი
ჯიჯი იტალიის ნაკრების ღირსებას ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე იცავდა. 1998 წელს, ის სათადარიგო მეკარედ ითვლებოდა, დანარჩენ ოთხ (2002, 2006, 2010, 2014) მუნდიალზე კი გუნდის პირველი ნომერი იყო.
5. ჩემპიონთა ლიგა
ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. 2003 წელს “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გამართული მატჩი პენალტების სერიაში, “როსონერის” გამარჯვებით დასრულდა. 2015 წელს კი, “ბარსელონამ” ფინალში ტურინელები ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
6. ნახევარმცველი
ჯანლუიჯი ბავშვობაში, სანამ 11 წლის გახდებოდა, ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა.
7. “არსენალი”
1998 წელს, არსენ ვენგერმა ბუფონის შეძენა სცადა, თუმცა მეკარემ “პარმაში” დარჩენა არჩია.
8. კიეზა
ენრიკო კიეზა ბუფონის ყოფილი თანაგუნდელია, მათ ერთად “პარმასა” და “იუვენტუსში” ითამაშეს. 2017 წელს, ენრიკოს შვილმა, ფედერიკო კიეზამ (“ფიორენტინა”) ჯიჯის გოლი გაუტანა.