როგორ აფასებს თავის ნამუშევარს მოქანდაკე, რომელმაც რონალდუს ბიუსტი შექმნა?
ხელოვანი ემანუელ სანტუში, რომელმაც მადეირას მუზეუმისათვის კრიშტიანუ რონალდუს ბიუსტი დაამზადა, საკუთარ ნამუშევარს დადებით შეფასებას აძლევს, მიუხედავად სოციალური მედიიდან წამოსული კრიტიკისა.
“ღმერთიც კი არ არის უნაკლო, მასაც კი არ შეუძლია ყველა თანაბრად გაახაროს. ეს უფრო გემოვნების საკითხია, არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ნიმუშად კრიშტიანუ რონალდუს ფოტოები გამოვიყენე, რომელიც ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე. ფოტოები წინ დავიდე და ასე დავიწყე მის სახეზე მუშაობა.
კრიშტიანუს ნანახი ჰქონდა ფოტოები, რომლებსაც მისი ძმა მიგზავნიდა. მე ძმასთან ერთად ვიყავი კრიშტიანუს მუზეუმში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას ჩემი ნამუშევარი მოეწონა.
ჩემამდე ჯერ არცერთ ნეგატიურ კომენატრს არ მოუღწევია. სოციალურ ქსელში, ჩემი მეგობრებისგან პოზიტიური რეაქციები მოდიოდა. რა თქმა უნდა, ზოგი უკეთესს მოელოდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამ არის,” – აცხადებს სანტუში.