“რეალმა” თავისივე რეკორდი გააუმჯობესა
მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “ალავესს” დაუპირისპირდა. ზინედინ ზიდანის ბიჭებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს დაწინაურება – გოლი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.
შედეგად, სამეფო კლუბმა შეძლო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – ზედიზედ 50 მატჩია, რაც მადრიდელები მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ.
“რეალამდე” ეს რეკორდი კატალონიურ “ბარსელონას” ეკუთვნოდა, რომელსაც 1942-44 წლებში 44-მატჩიანი სერია ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც ყოველ თამაშში გაჰქონდა გოლი.
ბოლოს “რეალმა” მოედანი უგოლო 2016 წლის 26 აპრილს დატოვა, როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “მანჩესტერ სიტის” დაუზავდა (0:0).