“არსენალმა” და “მანჩესტერ სიტიმ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეიტს სტედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა.
მატჩის შედეგს ორივე გუნდისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე და ბრწყინვალე მატჩიც შედგა.
მატჩში ანგარიში მეხუთე წუთზე ლეროი სანემ გახსნა, რასაც “არსენალმა”, კერძოდ კი უოლკოტმა მეორმოცე წუთზე უპასუხა. ორიოდე წუთში კუნ აგუერომ კვლავ წინ გაიყვანა “ქალაქელები”. საბოლოო ანგარიში კი 53-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც მუსტაფიმ იოზილის პასი გამოიყენა – 2:2.
შედეგად, 29 მატჩის შემდეგ “სიტის” 58 ქულა დაუგროვდა და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, “არსენალი” კი 51 ქულით მეექვსეა, თუმცა ერთი მატჩი მარაგში აქვს.
“არსენალი”: ოსპინა; მონრეალი, კოშელნი (გაბრიელი 46′), მუსტაფი, ბელერინი; კოკლინი, ჯაკა; სანჩესი, იოზილი, უოლკოტი (ჟირუ 68′); უელბეკი (77 აივობი)
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო; ნავასი, სტოუნზი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო, დე ბრუინი, სტერლინგი (იაია ტურე 46′), სილვა; სანე; აგუერო
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა