“დორტმუნდმა” ობამეიანგი დააჯარიმა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში გელზენკირხენის “შალკესა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სტუმართაგან ბურთი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელმაც გოლი ნიღბით აღნიშნა. გაბონელმა ფეხბურთელმა ამ ეპიზოდში მთავარი არბიტრისგან ყვითელი ბარათიც მიიღო.
ობამეიანგს ეს არ აკმარეს და იგი 50 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთელს ფირმა Nike-თან სასპონსორო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. სწორედ Nike-ის მიერ დამზადებული ნიღაბი მოირგო ობამეიანგმა.
როგორც მოგეხსენებათ, “დორტმუნდის” სპონსორი Puma გახლავთ, რომელმაც კლუბს აღნიშნული ფაქტის გამო პრეტენზიით მიმართა. თავის მრივ, “დორტმუნდმა” ფეხბურთელის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
პიერ-ემერიკ ობამეიანგი ცოტა ხნის წინ ამავე ნიღბის სარეკლამო რგოლში გადაიღეს.