ფაბიო კაპელო: “ბელოტი ბატისტუტაზე უკეთესია”
იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი საოცარ სეზონს ატარებს. 23 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს 27 ტურში 23 გოლი გაიტანა. ანდრეას სწორედ ამ სეზონში ჰქონდა იტალიის ნაკრებში დებიუტი. მან რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ მატჩში სამჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ გუნდებს არ გამორჩენიათ. ბელოტის სახელს “მანჩესტერ უნაიტედს”, “ჩელსისა” და “არსენალს” უკავშირებენ. როგორც იწერება, ეს კლუბები დაახლოებით 86 მილიონ ფუნტს ჩამოდიან იტალიელში.
ცნობილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ბელოტიზე საჯაროდ ისაუბრა და იგი ლეგენდარულ არგენტინელ შემტევს, გაბრიელ ბატისტუტას შეადარა.
“ბელოტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას კარგი მოძრაობები ახასიათებს, მან ყველაფერი იცის! ის სწრაფი და ტექნიკურად ძლიერია. ვფიქრობ, ის უკეთესია, ვიდრე ბატისტუტა.”
“იმედი მაქვს, ის სწორი გზით გგანვითარდება და დიდ წარმატებას მიაღწევს!” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.