“ინტერი” შინ “სამპდორიასთან” დამარცხდა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს 30-ე ტურის დასკვნითი მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც მილანის “ინტერმა” “სამპდორია” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი მატჩის 35-ე წუთზე დანილო დამბროზიომ გაიტანა. სტუმრებმა წონასწორობა პატრიკ შიკის მიერ მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი გოლის წყალობით აღადგინეს. 85-ე წუთზე “სამპდორია” სულაც დაწინაურდა. მარსელო ბროზოვიჩმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა, რის გამოც “ინტერის” კარის მიმარტულებით პენალტი დაინიშნა. თერტმეტმეტრიანი ფაბიო კუალიარელამ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 1:2.
“ინტერს” სატურნირო ცხრილში 55 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია. “სამპდორია” 44 ქულით მეცხრე ადგილზეა.
იტალიის სერია A
30-ე ტური
“ინტერი” — “სამპდორია” 1:2 (1:0)
გოლები: დამბროზიო 35′ — შიკი 50′, კუალიარელა 85′ (პენ).