გავაშელიშვილი: “ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში სამი ქულის მოპოვებაა”
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივმა სტუმრად ფოთის “კოლხეთი” ანგარიშთ, 5:0 გაანადგურა. სამი გოლი გაიტანა მამია გავაშელიშვილმა.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ჰეთრიკის ავტორს და მასთან ინეტრვიუ ჩაწერა.
– პირველ რიგში, შეაფასე შეხვედრა…
– ჩვენი მიზანი სამი ქულის აღება იყო. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ცხრილში დავწინაურდით. პირველი წუთებიდან მოვიპოვეთ უპირატესობა, გოლი გავიტანეთ და მეტოქე გავტეხეთ, რამაც განაპირობა შეხვედრის ასეთი მსვლელობა.
– ფოთის “კოლხეთმა” წინა სამი მატჩიდან ორი მოიგო და, ზოგადად, ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა კი უცებ განადგურდა. რის ხარჯზე შეძელით, რომ მეტოქე ასე დაგეჯაბნათ?
– დღევანდელ “კოლხეთს” ძალიან კარგად ვიცნობთ. შესაბამისად, ასეთი ანგარიშით მოგებას არ მოველოდით. პირველივე წუთიდანვე, ვცდილობდით, რომ პრესინგი გვეთამაშა და მეტოქე შეგვეზღუდა. ამან შედეგი გამოიღო. ძალიან გახარებულები ვართ.
– ამ ჩემპიონატში “ლოკომოტივის” მიზნებზე და შანსებზე რას მეტყვი?
– ჩვენი მიზანი ყველა თამაშში სამი ქულის მოპვებაა. დანარჩენი თავისით მოვა.