აბრეუმ მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სებასტიან აბრეუმ მის მიერვე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და კლუბი 29-ედ შეიცვალა. ეს მსოფლიოს რეკორდია.
40 წლის ფეხბურთელი ურუვაის ჩემპიონატის ქვედალიგელ “სენტრალ ესპანიოლს” შეუერთდა, რომელიც პროფესიულ კარიერაში მისთვის 24-ე კლუბია. მანამდე აბრეუ ბრაზილიურ “ბანგოში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც გასული წლის ნოემბერში ჩაირიცხა.
სებასტიან აბრეუმ კარიერა 1995 წელს “დეფენსორში” დაიწყო. მან ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს ათ ქვეყანაში მოასწრო თამაში: ურუგვაი, მექსიკა, ბრაზილია, პარაგვაი, არგენტინა, ეკვადორი, სალვადორი, ესპანეთი, საბერძნეთი და ისრაელი. ფეხბურთელს ხუმრობით უკვე ტურისტად მოიხსენიებენ.
სებასტიან აბრეუმ ურუგვაის ნაკრებში 70 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. მას კოპა ამერიკის სამ (1997, 2007, 2011) და მსოფლიოს ჩემპიონატის ორ (2002, 2010) გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.