მესი: “ოლიმპიადაზე მოპოვებულ ოქროს მედალს ყველაზე მეტად ვაფასებ”
კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალია.
29 წლის ფეხბურთელმა მექსიკურ ჟურნალ Esquire-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.
პეკინის ოლიმპიადაზე: “ამ ოქროს მედალს ყველაზე მეტად ვაფასებ, რადგან ასეთ ტურნირზე, შესაძლოა, კარიერაში მხოლოდ ერთხელ ითამაშო. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან უამრავი სპორტსმენი ასპარეზობს.”
პეპ გვარდიოლაზე: “მე და ჩემი თანაგუნდელები ვამაყობთ იმით, რომ იმ “ბარსელონას” წევრები ვიყავით, რომელმაც ყველაფერი მოიგო. გვარდიოლამ ბალანსი იპოვა, ის ფეხბურთელებს ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენაში დაგვეხმარა.”
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში: “ჩემთვის, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები და ოჯახია. მათთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს.”