“ვესტ ჰემი” სანიასა და საბალეტას ტრანსფერებით არის დაინტერესებული
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ სიტის” მცველების, პაბლო საბალეტასა და ბაქარი სანიას ტრანსფერებით არიან დაინტერესებულები.
მცველებსსა და “ქალაქელებს” შორის არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ზაფხულისთვის მათ თავისუფალი აგენტის სტატუსები მიენიჭებათ.
როგორც იცით, “ჩაქუჩების” ბანაკში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში მხოლოდ სემ ბირამისა და ალვარო არბელოას მოწოდებად ითვლება. თუმცა, მათი ცუდი თამაშის გამო, ამ ამპულის მორგება მიმდინარე სეზონში ანტონიოსა და ნორდტვეიტსაც უხდებოდათ.
ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ “სიტი” საბალეტასა და სანიას კონტრაქტებს ვერ გაახანგრძლივებს, ისინი დიდი ალბათობით, ლონდონში გააგრძელებენ კარიერას.