ვინ გახდება “ოქროს ბიჭუნა 2017”?
“გოლდენ ბოი” (“ოქროს ბიჭუნა”) ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა “ოქროს ბურთის” ტოლფას ჯილდოდ ითვლება და მას 2003 წლიდან იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” ყოველწლიურად ატარებს. უკვე ცნობილია ჯილდოზე წელს წარდგენილ მოთამაშეთა ვინაობა:
გაბრიელ ჟეზუსი (“მანჩესტერ სიტი”), კილიან მბაპე (“მონაკო”), ჯანლუიჯი დონარუმა, მანუელ ლოკატელი (ორივე – “მილანი”), რენატუ სანშეში (“ბაიერნი”), ლუკა ზიდანი (“რეალი”), ქემერონ კარტერ-უიკერსი (“ტოტენჰემი”), მატეის დე ლიგტი, კასპერ დოლბერგი, ჯასტინ კლიუვერტი (ყველა – “აიაქსი”), ტიმოტი ფოსუ-მენსა, მარკუს რაშფორდი (ორივე – “მანჩესტერ იუნაიტედი”), ტეო ერნანდესი (“ატლეტიკო”/”ალავესი”), პოლ ლიროლა (“სასუოლო”), ფელიქს პასლაკი, ემრე მორი, უსმან დემბელე, კრისტიან პულიშიჩი, ალექსანდერ ისაკი (ყველა – “დორტმუნდი”), მაქსიმ ლოპესი (“მარსელი”), ანტე ჩორიჩი (“დინამო” ზაგრები), ტომ დევისი (“ევერტონი”), ამადუ დიავარა (“ნაპოლი”), კაი ჰავერტცი, ბენჟამინ ჰენრიქსი (ორივე – “ლევერკუზენი”), რუბენ ნევეში (“პორტუ”), იური ტილემანსი (“ანდერლეხტი”).
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს პრეტენდენტთა შორის იყო ჯანო ანანიძეც. იმ წელს ჯილდო ისკოს გადაეცა, რომელიც მაშინ “მალაგას” ღირსებას იცავდა. შარშან ეს წოდება პორტუგალიელმა რენატუ სანშეშმა მოიპოვა, სულ პირველად კი (2003 წელი) ჯილდო რაფაელ ვან დერ ვაარტს გადაეცა.