2016 წელს ფიფას დანაკარგმა 300 მილიონი ფუნტი შეადგინა
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ფიფამ 2016 წელს დაახლოებით 300 მილიონი ფუნტის ზარალი განიცადა და 2017-ში ექსპერტები ამ რიცხვის 400 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთის მმართველი საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალს პოზიტიურად უყურებს და 2018 წელს, ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალიდან 4 წლის შემდეგ, 80 მილიონიან მოგებას ელიან.
აღსანიშნავია, რომ ფიფას წინააღმდეგ წარმოებული საქმეების გამო, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, საფეხბურთო ორგანიზაციამ ადვოკატებს გასულ წელს 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
ასევე დიდ, უაზრო დანახარჯად ითვლება ზეპ ბლატერის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ციურიხში აშენებულ სასტუმროებსა და მუზეუმში მის სხვა ახირებებთან ერთად.
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ამ შედეგების გაანალიზებასა და შესაფერისი დასკვნების გამოტანას უახლოეს მომავალში აპირებს.