13 აპრილს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება
13 აპრილს, თბილისში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, ღონისძიებას საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და უეფას ოფიციალური პირები დაესწრებიან. ევროპის ჩემპიონობისთვის 2-15 ივლისს, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთის,ჩეხეთის, ინგლისის,გერმანიის,ჰოლანდიის,პორტუგალიისა და შვედეთის 19-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის სიტყვით გამოსვლა.
წილისყრა 13 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო ჰუალინგში შედგება. ღონისძიების აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ,12 აპრილის ჩათვლით ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს მიმართეთ წერილობით – media@gff.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ თითოეულ მედია ორგანიზაციაზე შესაძლებელია მხოლოდ ორი მედია აკრედიტაციის გაცემა.
წყარო: Gff.Ge