“იუვენტუსმა” “ბარსელონა” სასწაულის იმედზე დატოვა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის გამართული პირველი მატჩი “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
მასპინძლები მატჩის მე-7 წუთზე პაულო დიბალამ დააწინაურა. ზუსტად 15 წუთში არგენტინელმა თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმში ჯორჯო კიელინიმ თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 3:0.
წყვილის განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (I მატჩი)
“იუვენტუსი” — “ბარსელონა” 3:0 (2:0)
გოლები: დიბალა 7′, 22′, კიელინი 55′.