ფუტსალის ევრო 2018-ის პლეი-ოფის მატჩები სექტემბერში გაიმართება
ფუტსალში ევროპის 2018 წლის პლეი-ოფის წილისყრა 6 ივლისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის 8 ნაკრები იბრძოლებს. მეინ რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფში გასული გუნდები: საქართველო, უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი. რვა გუნდისგან წილისყრის შედეგად ოთხი წყვილი შედგება. გამარჯვებული ოთხი ნაკრები კი სლოვენიაში გაემგზავრება.
პლეი-ოფის პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს და 24-27 სექტემბერს ჩატარდება. 2018 წელს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს სლოვენია 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე მხოლოდ რვა გუნდის ვინაობაა ცნობილი. სლოვენია, იტალია, აზერბაიჯანი, უკრაინა, პორტუგალია,ესპანეთი,ყაზახეთი და რუსეთი.
სფფ-ის პრესსამსახური