“რეალმა” მიუნხენში “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” “ალიანც არენაზე” მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ბავარიელები 25-ე წუთზე არტურო ვიდალმა დააწინაურა. ჩილელ ნახევარმცველს ტაიმის ბოლოს დუბლის გაფორმება შეეძლო, მაგრამ პენალტის შესრულებისას ბურთი კარს ააცილა. მეორე ტაიმის დებიუტშივე კრიშტიანუ რონალდუმ წონასწორობა აღადგინა. 61-ე წუთზე ხავი მარტინესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რის შემდეგაც “სამეფო კლუბმა” დიდი სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ. 77-ე წუთზე რონალდუმ მანუელ ნოიერის კარში მეორე ბუთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 1:2.
წყვილის განმეორებითი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 18 აპრილს ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (I მატჩი)
“ბაიერნი” — “რეალი” 1:2 (1:0)
გოლები: ვიდალი 25′ (პენ) — რონალდუ 47′, 77′.
გამოუყენებელი პენალტი: ვიდალი 45+1′ (ააცილა).