ბალოტელი: “ნაპოლიში” ვითამაშებდი”
“ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გამოტყდა, რომ “ნაპოლიში” თამაშის სურვილი აქვს. იტალიელმა ფეხბურთელმა ისიც განმარტა, რატომ დააგდო მინდორზე მილანის “ინტერის” მაისური ჩემპიონთა ლიგის 2009-2010 წლების სეზონის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ.
“მილანს” ვქომაგობ და “მანჩესტერ სიტიც” მიყვარს, მაგრამ ამის გამო “ნიცას” გულშემატკივრები არ უნდა გაბრაზდნენ.
რატომ დავაგდე ძირს “ინტერის” მაისური “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ? ზედიზედ ორი თუ სამი შეცდომა დავუშვი. მართლა მინდოდა, რომ კარგად მეთამაშა. შემდეგ “სან სიროზე” შეკრებილმა პუბლიკამ სტვენა დამიწყო. იმედგაცრუებული ვიყავი და ამიტომაც მოვიქეცი ასე, მაგრამ მაშინ მხოლოდ 18 წლის გახლდით, ბავშვი ვიყავი.
სერია A-ში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, “ნაპოლიში” ვითამაშებდი”, – ციტირებს ბალოტელის სიტყვებს Football Italia.