“იუვენტუსმა” “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ათი კაცით დაიწყო – სად იყო ალვეში? (ვიდეო)
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” “კამპ ნოუზე” იღებს.
უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა შეხვედრის დასაწყისში: არბიტრის სასტარტო სასტვენის დროს, “ბლაგურნას” ყოფილი და იტალიელთა ამჟამინდელი მარჯვენა მცველი, დანიელ ალვეში მოედანზე არ იმყოფებოდა. მან “ბარსას” ფეხბურთელები და მწვრთნელები უცებ მოიკითხა და შემდეგ მინდორზე შევარდა.