ბონუჩი: “მაისური მესის გავუცვალე, მაგრამ ჩემს შვილს სხვა ფეხბურთელის ფორმა უნდა” (ვიდეო)
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული საპასუხო მატჩის (0:0) შემდეგ მაისური ლიონელ მესის გაუცვალა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იტალიელი ფეხბურთელის ვაჟს სხვა მოთამაშის ფორმა სურს.
“გამიხარდა, რომ მაისური ლეო მესის გავუცვალე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოლექციაში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ფორმა მექნება. ჩემს ვაჟსაც გაუხარდა, მაგრამ ის უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ანდრეა ბელოტის მაისურს მივუტანდი”, – ციტირებს ბონუჩის სიტყვებს “მედიასეტი”.
ცნობისთვის, მესისთან მაისურის გაცვლა ჯორჯო კიელინისაც სურდა. “იუვენტუსის” მცველები უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას წაკამათდნენ. საბოლოო ჯამში კი, არგენტინელი ფეხბურთელის ფორმა ბონუჩის დარჩა, კიელინიმ კი მაისური ლუის სუარესს გაუცვალა.
Chiellini and Bonucci in a friendly fight over who would take Messi’s shirt ?? Love it ? pic.twitter.com/Mu2m87gVKo
— Leo Messi (@messi10stats) 20 April 2017