MLS-ის ახალი კლუბი იბრაჰიმოვიჩს წელიწადში 5 მილიონს სთავაზობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს MLS-ის ახალი კლუბი საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობს.
როგორც ცნობილი ხდება, 35 წლის ფეხბურთელს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ამერიკული კლუბი წელიწადში 5 მილიონ ფუნტს სთავაზობს ხელფასის სახით.
საუბარია ახალ კლუბ “ლოს-ანჯელესზე”, რომელიც ამერიკულ ჩემპიონატში თამაშს 2018 წლიდან დაიწყებს.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, “ლოს-ანჯელესი” შვედ ფორვარდს 2017-18 წლების სეზონის პირველ ნახევარს ისევ “ოლდ ტრაფორდზე” გაატარებინებს, რათა მან ფორმა არ დაკარგოს.
აქვე გეტყვით, რომ ზლატანმა ინგლისის სადებიუტო სეზონში 28 გოლის გატანა შეძლო.