ტეო ერნანდესი “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
Sport.es-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კატალონიურმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” კიდევ ერთი ბრძოლა მოუგო.
საქმე მადრიდული “ატლეტიკოს” მცველის, ტეო ერნანდესის ტრანსფერს ეხება, რომელიც ამჟამად არენდის წესით “ალავესის” რიგებში ასპარეზობს.
როგორც ცნობილი ხდება, 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებით აქტიურად ინტერესდებოდა მადრიდის “რეალი”, თუმცა მან არჩევანი “ბარსელონაზე” გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ერნანდესის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონს შეადგენს. გასულ წელს კი მისი გადაბირებისთვის სულ რაღაც 10 მილიონიც საკმარისი იყო, მაგრამ მაშინ “ბარსელონას” პრეზიდენტმა გარისკვა ვერ გაბედა.