გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასი მოიგო!
დღეს, 30 აპრილს, როტერდამში ჰოლანდიის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გურამ კაშიას “ვიტესი” და “ალკმაარი” დაუპირისპირდნენ. “ვიტესის” ქართველი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ფინალური მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეხვედრის პირველი გოლი 81-ე წუთზე გავიდა – მარჯვენა ფლანგიდან, რაშიკას მიერ ჩამოწოდებულ ბურთზე თავით პირველმა ვან ვოლფსვინკელმა ითამაშა და ანგარიში გახსნა. რვა წუთის შემდეგ ვან ვოლფსვინკელმა ისევ გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.
ამის შემდეგ, თამაშში არაფერი შეცვლილა. არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის თასი მოიგო და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კაშიასთვის ეს “ვიტესის” რიგებში მოგებული პირველი ტიტულია.
“ალკმაარი” 0:2 “ვიტესი”
“ალკმაარი”: კრული, ვლარი, ვან ეიდენი (ფრაიდეი 81′), სვენსონი, ჰაპსი, ლუკასენი, ვუიტენსი, ევერემი (სეუტიენსი 66′), ჯახანბახში, ვეგჰორსტი, დოს სანტოსი (ბენ ჰასანი 78′).
მთავარი მწვრთნელი: ვან დენ ბრომი.
“ვიტესი”: რუმი, კრეისვეიკი, კაშია, ლირდამi (დიკსი 81′), მიაზგა, ფური, ბეიკერი, ნაკამბა, ვან ვოლფსვინკელი, რაშიკა, ნათანი (ტიგადუინი 72′).
მთავარი მწვრთნელი: ჰენკ ფრეიზერი.
გოლები: ვან ვოლფსვინკელი 81′, 89′.