მუნტარიმ მოედანი რასისტული შეძახილების გამო დამოუკიდებლად დატოვა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში “კალიარისა” და “პესკარას” შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას სტუმარი გუნდის ნახევარმცველმა სალი მუნტარიმ მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. მიზეზი “კალიარის” ფანების მხრიდან მის მიმართ გამოხატული რასისტული შეურაცხყოფა გახდა.
მუნტარიმ თავდაპირველად მთავარ მსაჯს თამაშის გაჩერება სთხოვა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ მან მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. ფეხბურთელმა მინდვრის დატოვებისას გულშემატკივრებს საკუთარი ხელი უჩვენა და დაიძახა: ეს ჩემი ფერია!”
ფაქტის შესახებ “პესკარას” მთავარმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა კომენტარი გააკეთა.
“მუნტარიმ არბიტრს საქმეში ჩარევა სთხოვა. მსაჯმა თქვა, რომ არაფერი დაუნახავს და არც არაფერი გაუგონია. მუნტარი მართალი იყო, მაგრამ მოედნის დატოვება აუცილებელი არაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დიდი ხანია იტალიაში თამაშობს, ეს ფაქტი დღეს მართლაც მოხდა. ვიმედოვნებ, რომ მენტალიტეტი შეიცვლება”, – განაცხადა ზემანმა.
Sulley Muntari abandonó el terreno de juego en el Cagliari – Pescara tras insultos racistas.
¡Qué lamentable! ? pic.twitter.com/QyPrcNXyof
— Ángel Herrera (@AngelHerreran) 30 April 2017