ეროვნული ლიგა 2: IX ტურის მიმოხილვა

თარიღი: მაისი 1, 2017

ეროვნული ლიგა 2-ში პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურმა ორ დღეს გასტანა. 29 აპრილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სამი შეხვედრა გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა მარტვილის „მერანმა“ მეგრულ დერბიში „ზუგდიდი“ დაამარცხა ზედაეწერში. „რუსთავმა“ ტყიბულის „მეშახტე“ არ დაინდო „ფოლადზე“. „გაგრამ“ კი მოკრძალებული ანგარიშით მოუგო „ცხინვალს“. ტურის დარჩენილი ორი მატჩი 30 აპრილს ჩატარდა, „სიონმა“ მარტვილში გაილაღა, დვალის ჰეთ-თრიქით და კოშკაძის გოლით იმარჯვეს ბოლნისელებმა, ლანჩხუთში კი ადგილობრივი „გურია“ და „ვიტ ჯორჯია“ დაუზავდნენ ერთმანეთს.

ახლა კი ერთად გადავავლოთ თვალი მეცხრე ტურის პერიპეტიებს.

 

მიქაძის რაზმი! მეგრულ დერბიში „მერანმა“ იმარჯვა – „ზუგდიდი“ – „მერანი“ 1-2

ზედაეწერში მეგრული დერბი შედგა. შედგას იმიტომ ვამბობთ, რომ მიუხედავად გუნდების სტატუსებისა (სატურნირო ცხრილში „ზუგდიდი“ ცხრილის ფსკერზეა,„მერანი“ კი ერთპიროვნული ლიდერია), მასპინძლებმა თავი არ დაზოგეს და მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს, თუმცა ჭყონდიდელების გაჩერება მიმდინარე სეზონში ვერავინ შესძლო და საამისოდ ძალები ვერც აუტსაიდერს ეყო. გიორგი მიქაძის გუნდი დაუმარცხებელია. მარტვილელებს პირველი წრის ბოლოს, ერთი ფრე და 8 გამარჯვება აქვთ, ბურთების შეფარდება 22-4- თან. კარგი მწვრთნელის ხელწერა მართლაც რომ ეტყობა „მერანს“ და ეს გუნდი რომ ზედა ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი უპირობო კანდიდატია, ცხადია. ზედაეწერში „მერანი“ უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ტრეტიაკმა დააწინაურა, რომელიც უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, ეს მისი რიგით მეშვიდე გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში. ტრეტიაკმა რევაზ გეწაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ყველას დაასწრო „ზუგდიდის“ საჯარიმოში და ახლოდან დალაშქრა მამინაშვილის კარი. ანგარიში ორამდე რევაზ ბარაბაძემ გაზარდა ეფექტური თავურით, „მერანის“ ტანმაღალ ფორვარდს ვანო კურდღელაშვილმა გაუკეთა ჩინებული გადაცემა კუთხურის ალამიდან. თამაშს ინტრიგა შეცვლაზე შემოსული აკაკი ფარჯიკიას გოლმა დაუბრუნა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და მინიმუმადე შემაცირა სხვაობა, თუმცა დარჩენილ წუთებში მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვერ შესძლეს და მარტვილელებმა ზედიზედ მერვე გამარჯვება ჩაიწერეს პირად აქტივში.

ეროვნული ლიგა 2. IX ტური.
29 აპრილი. 16:00. ზედაეწერი.
“ზუგდიდი” (ზუგდიდი) – “მერანი” (მარტვილი) 1-2 (0-0)

“ზუგდიდი”: მამინაშვილი, რუხაია, გოლუბკა, მალანია, სამუშია © (ფიფია 78′), ბულია, აკობია, ხუბუა, ჟვანია, ნ. ქირია (ფარჯიკია 78′), ჭკადუა (კუკავა 60′).
სათადარიგო: მ. ეხვაია, ბუკია, გოგალაძე, ი. ეხვაია.
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია.

“მერანი”: კულუა, ორბელაძე ©, მაისაშვილი, ლომაშვილი, შულაია, გეწაძე, ტეიდი, კურდღელაშვილი (ჯიქია 71′), რუხაძე (ჩალაძე 46′), ბარაბაძე (წოწონავა 80′), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.

გოლები: 0-1 სერგეი ტრეტიაკი (51′), 0-2 რევაზ ბარაბაძე (65′), 1-2 აკაკი ფარჯიკია (85′).
გაფრთხილება: ვაჟა ლომაშვილი (29′), სერგეი ტრეტიაკი (36′), რევაზ გეწაძე (39′), გიორგი ბულია (41′), ირაკლი ჟვანია (53′), იური გოლუბკა (67′), შოთა ჯიქია (83′), აკაკი ფარჯიკია (88′).
გაძევება: ირაკლი ჟვანია (76′).

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

 

„დაუნდობელი“ რუსთაველები – „რუსთავი“ 5-0 „მეშახტე“

ეროვნული ლიგა 2-ის დაწყებამდე, ეროვნულ ლიგა 1-ში გადამსვლელ კანდიდატთა შორის მოისაზრებოდა საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“. მართალია, რუსთაველები ჯერ სამეულში არ არიან, მაგრამ საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ და ასე თუ გააგრძელეს, მალე ლიდერთა შორის განთავსდებიან. ვარლამ კილასონიას გუნდმა „ფოლადზე“ სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი აუტსაიდერი არ დაინდო. მასპინძლებმა კახი გოგიჩაიშვილის კონტიგენტი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 მოუგეს მეტოქეს! ტყიბულელთა რბევას მე-8 წუთზე გიორგი ვასაძემ დაუდო საფუძველი. მოგვიანებით ირაკლი გოგინაშვილმა გაიფორმა დუბლი. მეორე ნახევარში კი „რუსთავის“ „ჯოკერმა“ დათა სიჭინავამ ტრადიციულად, საფირმოდ შეასრულა სტანდარტი 4-0. საბოლოო რეზულტატი ბესიკ ჩიმაკაძემ დააფიქსირა.

ეროვნული ლიგა 2. IX ტური.
29 აპრილი. 16:00. რუსთავი. “ფოლადი”.
„რუსთავი“ (რუსთავი) – „მეშახტე“ (ტყიბული) 5-0 (2-0)

„რუსთავი“: ალავიძე ©, მინდორაშვილი, ბრაჭული, კილასონია (ქათამაძე 66’), გოგინაშვილი (ციცვიძე 74’), ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა (ცაცწკრიალაშვილი 69’), კილაძე, ჩიმაკაძე, ლობჯანიძე.
სათადარიგო: მერლანი, ნარიმანიძე, გოცაძე, თაბუკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

„მეშახტე“: ტყეშელაშვილი, მჭედლიშვილი, აფხაზავა, ყურულაშვილი, გვენეტაძე (C), ქართველიშვილი, ჭკუასელი, ღონღაძე (ნვანკვო 64’), ხუჭუა (კიკაბიძე 66’), ჩაფიძე (გედენიძე 56’), ხუმარაშვილი.
სათადარიგო: ნონოსი, ბრეგვაძე, ჯანელიძე, კალაჯიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ გოგიჩაიშვილი.

გოლები: 1-0 გიორგი ვასაძე (8’). 2-0, 3-0, ირაკლი გოგინაშვილი (22’, 54’), 4-0 დათა სიჭინავა (68’), 5-0 ბესიკ ჩიმაკაძე (81’)
გაფრთხილება: გიორგი კილასონია (44’), ავთანდილ ბრაჭული (65’), გურამ მინდორაშვილი (75’), თამაზ კიკაბიძე (76’).
მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი.

 

ლიდერის მდევარი – “გაგრა“ 1-0 „ცხინვალი“

სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის, მარტვილის „მერანის“ უახლოესი მდევარი „გაგრა“ გახლავთ. პირველ და მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა ხუთი ქულაა. მართალია მინიმალური ანგარიშით, მაგრამ „გაგრაც“ იგებს თავის თამაშებს და ეროვნულ ლიგა 1-ში გადასვლისთვის ეს გუნდიც გააფთრებული იბრძვის. ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილებმა „ცხინვალს“ „მცხეთა პარკზე“ უმასპინძლეს და ნიკოლოზ ხინთიბიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით 1-0 გაიმარჯვეს. ხინთიბიძე „გაგრას’ „მეშახტედან“ შემოუერთდა და „გაგრელთა“ იმედებს აშკარად ამართლებს, მხოლოდ ისაა, მომდევნო ტურის მნიშვნელოვან მატჩში „მერანის“ წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს “გაგრას“ შემტევი.

როგორც აღვნიშნეთ, „გაგრა“ მომდევნო ტურში „მერანს“ მასპინძლობს და ამ პრინციპული დაპირისპირების შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება ზოგადად, ასე რომ ტურის ცენტრალური მატჩი, 4 მაისს „ბასაზე“ გაიმართება.

ეროვნული ლიგა 2. IX ტური.
29 აპრილი. 16:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.
„გაგრა“ (გაგრა) – „ცხინვალი“ (ცხინვალი) 1-0 (1-0)

„გაგრა“: ნადირაძე, ლუცენკო, თ. ტყეშელაშვილი ©, გვაზავა (კიკნაძე 37’), გ. ქურდაძე, ხინთიბიძე, პაპავა (გაფრინდაშვილი 62’), ქანთარია, გეთიაშვილი, ჯიშკარიანი, მოსიაშვილი (ჯგერენაია 70’).
სათადარიგო: ისიანი, ე. ტყეშელაშვილი, ცირდავა, სამხარაძე.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

„მეშახტე“: მელნიჩენკო, გელაშვილი, ცერცვაძე ©, მაქაცარია, ოლუვა, იოსელიანი (ლომსაძე 71’), ქრისტესიაშვილი (ქოჩლაძე 56’) ,სულთანიშვილი, ლეჟავა (მუზაშვილი 86’), გვალია, გადრანი.
სათადარიგო: კერესელიძე, კასრელიშვილი, კენჭაძე, წივწივაძე.

გოლი: ნიკოლოზ ხინთიბიძე (38’).
გაფრთხილება: გიორგი ცერცვაძე (15’), გიორგი თ. ტყეშელაშვილი (35’), მორის გელაშვილი (48’), ნიკოლოზ ხინთიბიძე (46’), ლაშა გვალია (67’), ლუკა გადრანი (72’), ოლეგ ლუცენკო (77’).

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშილი.

 

დვალის მეორე სუნთქვა – „სამგურალი“ 2-4 „სიონი“

წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამიტომ, სანამ საკუთარ კედლებს დაუბრუნდება ამ ქალაქის გუნდი, მანამდე საშინაო მატჩებს მარტვილში ჩაატარებს. პირველი წრის ბოლო შეხვედრა „სიონის“ წინააღმდეგ გამართა „სამგურალმა“ და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის გადარჩენასთან ორჯერ იყო ახლოს, საბოლოოდ მაინც დამარცხდა 2-4. „მურთაზ ხურცილავაზე“ ნომინალურმა მასპინძლებმა უბერებელი ჯაბა დვალი ვერ შეაჩერეს, დვალი ქართველ გულშემატკივარს „ზესტაფონიდან“ ახსოვს, როცა ქართული კლუბი დიდების ზენიტში იყო, მაგის მერე გარკვეულმა დრომ განვლო, სამწუხაროდ, „ზესტაფონი“ დაიშალა, დვალის კარიერაც ვერ აეწყო კარგად და თითქოს, ასაკოვან ფეხბურთელად მიჩნეული დვალი მივიწყებას მიეცა, მაგრამ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე გამოცდილ ფორვარდს ასე ვთქვათ, მეორე სუნთქვა გაეხსნა და უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ჯაბა ბომბარდირთა დავაში პირველია 10 გატანილი გოლით. ისევ „სამგურალთან“ მატჩს დავუბრუნდეთ და ჯაბამ მე-8 წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი მარტვილში. დვალის გოლის შემდეგ ბაქარ ლაღაძემ გაათანაბრა ანგარიში პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში კი ისევ დვალი „ამოქმედდა“. 63-ე წუთზე დვალმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა. 73-ე წუთზე „სიონის“ რიგებში მყოფმა, კიდევ ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე კოშკაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა დიდებულად. 82-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაუჩნდათ თამაშის გადარჩენის შანსი „მასპინძლებს“, როცა გაგა ჩხეტიანმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად 2-3. თუმცა თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ჯაბა დვალმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 2-4.

ეროვნული ლიგა 2. IX ტური.
30 აპრილი. 16:00. მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა“.
„სამგურალი“ (წყალტუბო) – „სიონი“ (ბოლნისი) 2-4 (1-1)

„სამგურალი“: კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე (კილაძე 35), ბიბილაშვილი (კაპ), ხარაბაძე, ჯიმშელეიშვილი, გოგიჩაიშვილი (ციცხვაია 76), შალამბერიძე, ბრეგვაძე (ბანძელაძე 70), ჩხეტიანი, ლაღაძე.
სათადარიგო: კუჭუხიძე, დ.ჩიხლაძე, ზ.ენდელაძე, ჯღამაია.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

„სიონი“: ზარქუა, ნემსაძე, ჯაფიაშვილი, კირკიტაძე, თევზაძე (სვანიძე 46), კოუოკო (ყურაშვილი 57), კოშკაძე, უგულავა, მანაგაძე, დვალი (კაპ), გურეშიძე (სიხარულია 39).
სათადარიგო: მაქაცარია, ჭეიშვილი, ლილუაშვილი, აღდგომელაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.

გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (10’), 1:1 ბაქარ ლაღაძე(36’), 1:2 ჯაბა დვალი (63’), 1:3 ალექსანდრე
კოშკაძე (73’), 2:3 გაგა ჩხეტიანი (82.პენ’), 2:4 ჯაბა დვალი (88’).
გაფრთხილება: ანდრო ნემსაძე (40’), ალენ კოუაკო (43’), ზვიად სიხარულია (45+1’), თორნიკე ზარქუა (81’).

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.

 

უგოლო ფრე ლანჩხუთში – „გურია“ – „ვიტ ჯორჯია“ 0-0

ლანჩხუთში ადგილობრივმა „გურიამ“ „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და რომ არა ვეტერინართა კიპერის, ჯონი შეროზიას დამაჯერებელი თამაში, ჰაერივით საჭირო სამ ქულასაც მოიპოვებდნენ მასპინძლები. პირველ ნახევარში ვალიკო ტყემალაძეს არ გაუღიმა საფეხბურთო ფორტუნამ, მისი შორეული დარტყმის შემდეგ, ძელს მოხვდა ბურთი, საბოლოოდ კი კიპერი დაეუფლა. ტაიმის მიწურულს ალექსი ბენაშვილმა დაარტყა სახიფათოდ, რა დროსაც ჯერ ხარიხამ, შემდეგ კი მეკარემ იხსნა სტუმრები. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ორი სახიფათო მომენტი შექმნეს „ვიტელებმა“, პირველ ეპიზოდში კამლაძეს, მოგვიანებით კი ექვთიმიშვილს არ გატანინა „გურულთა“ კიპერმა. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0-0 დასრულდა. ეს შედეგი არცერთი გუნდისთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან „გურიასთვის“ გადარჩენისთვის ნებისმიერ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თავის მხრივ „ვეტერინარები“ მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

ეროვნული ლიგა 2. IX ტური.
30 აპრილი. 16:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე“.
„გურია“ (ლანჩხუთი) – „ვიტ ჯორჯია“ (თბილისი) 0-0

„გურია“: ხვედელიძე, ბენაშვილი ©, მეგრელიშვილი, მალანია (კაშია 68’), შენგელია, კიკნაველიძე, მოსიძე, შარიქაძე (ნარიაშვილი 86’), ბადროუზი (ბახია 46’), ტყემალაძე, გოგუაძე.
სათადარიგო: ამაღლობელი, ლაღაძე, კოტრიკაძე, ბარბაქაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე.

„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გ. გურეშიძე, კახაბრიშვილი (ვაზაგაშვილი 66’), ღირდალაძე (ჭანკოტაძე 87’), გიგა გურეშიძე, ექვთიმიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე (კამლაძე 75’).
სათადარიგო: ისერგიშვილი, ჩიტიშვილი, სეხნიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი.

გაფრთხილება: დავით მოსიძე (53’), ალეკო ჩაკვეტაძე (57’).

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა