იანიკ კარასკო “რეალთან” თამაშს შეძლებს
კარგი ინფორმაცია ვრცელდება მადრიდის “ატლეტიკოს” გულშემატკივრებისთვის. იანიკ ფერეირა კარასკომ ტრავმა სრულად მოიშუშა და “რეალთან” თამაშს შეძლებს.
“როხი ბლანკოს” შემტევმა დაზიანება “ვილიარეალთან” შეხვედრაში მიიღო და მისი თამაში “რეალთან” გასამართ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში (ჩემპიონთა ლიგა) საეჭვო იყო. მან ორშაბათს სრული დატვირთვით ივარჯიშა. “ატლეტიკომ” ცოტა ხნის წინ განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ბელგიელი შემეტვიცაა. ეს იმას ნიშნავს, რომ კარასკო მთლიან მატჩს თუ არა, მის რაღაც ნაწილს მაინც ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება სამშაბათს, 22:45 საათზე გაიმართება.