კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების საუკეთესო ბომბარდირი გახდა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კრიშტიან რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ატლეტიკოს” კარში სამი გოლის გატანა შეძლო (3:0).
შედეგად 32 წლის პორტუგალიელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გატანილი 12 გოლი დაუგროვდა, მეტი ვიდრე სხვას.
აქამდე ყველაზე მეტი გოლი ალფრედო დი სტეფანოს ანგარიშზე იყო – 11.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში რონალდუმ 8 გოლის გატანა შეძლო, ბოლო ორ მატჩში კი 3-3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
ამასთანავე, რონალდუ მადრიდული დერბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 21 გოლით.