ეროვნული ლიგა: პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია!
დასრულდა ეროვნული ლიგის პირველი წრე. ცრხა ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს თბილისის “დინამო”. მასთან ახლოს იმყოფება დედაქალაქური “ლოკომოტივი”, რომელმაც ბევრი გულშემატკივრის გული მოიგო. მათ მოჰყვებიან გუნდები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან. უკვე გამოიკვეთა ერთი აუთსაიდერი – ქობულეთის “შუქურა”.
საინტერესო მატჩების შემდეგ, დასახელდა ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი. ამ ჯილდოს მფლობელი კახა კაჭარავა გახდა, რომელმაც ახალაგაზრდული “დინამოთი” ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი მატჩი მოიგო და გუნდი ცხრილშიც გაალიდერა.
ასევე, ცნობილია საუეკთესო ფეხბურთელის ვინაობა. ეს პატივი თბილსის “ლოკომოტივის” თავდამსხმელს, ირაკლი სიხარულიძეს ერგო. მან ათი გოლის გატანა მოახერხა და მისი გუნდის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.