თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” მარტივად დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთ მატჩში, ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “დინამო” მიიღო. დაპირისპირებაში დედალქალაქელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. ანგარიშის გახსნა ბექა მიქელთაძემ 35-ე წუთზე მოახერხა. 44-ე წუთზე პაპუნაშვილს არაბული ლამაზი პასით მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, თუმცა ბაჩანას შეჩერება თამაზ ჯიშკარიანმა ხელით დაჭერით შეძლო. მსაჯმა მეგრელ მოთამაშეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ჯარიმა თოთაძემ შეასრულა – დარტყმის შემდეგ გამოვარდნილი ბურთი ზარიამ შეაგდო კარში.
მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მესამე გოლიც გაიტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა – 0:3.
ამ გამარჯვებით თბილისლებს 21 ქულა აქვთ და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. რაც შეეძლება “კოლხეთს”, იგი შვიდი ქულით მეცხრეზეა.
ფოტო: Fcdinamo.Ge