ბუფონი: “არ მინდოდა მორატა “იუვენტუსიდან” წასულიყო”
ტურინის “იუვენტუსის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ ალვარო მორატას “რეალში” დაბრუნებამ მას იმედების გაცრუებასთან ერთად გულიც დაწყვიტა.
“მორატას ადაპტაციის გავლისთვის თვეები დასჭირდა, ეს ფეხბურთელისთვის ნორმალური რამ არის.
მან ბრწყინვალედ შეისწავლა იტალიური ფეხბურთის წესები, როგორ უნდა ემოძრავა მოედანზე. რა თქმა უნდა, იტალიაში ყველაფერი განსხვავებულადაა (ესპანეთთან შედარებით). “იუვე” განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს.
მისი ტრანსფერი? ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუება იყო, ის დიდი ნიჭის მფლობელი იყო და ასაკიც უწყობდა ხელს, არ მინდოდა წასულიყო. შეეძლო “იუვეს” ლიდერიც კი გამხდარიყო,” – აცხადებს ბუფონი.