“კოკა-კოლას თასი 2017” იწყება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კოკა-კოლა ბავშვებს შორის ყოველწლიურ გათამაშებას „კოკა-კოლას თასს“ იწყებს. ტურნირი, რომელიც გასულ წელსაც ჩატარდა, ბავშთა ფეხბურთის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში კოკა-კოლას თასი 2017-ის თბილისის რეგიონული ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეჯიბრზე თბილისის ყველა რაიონიდან 2003-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა და 2002-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირის პირველი ეტაპი 10-დან 27 მაისის ჩათვლით ჩატარდება.
გამარჯვებულ ვაჟთა ხუთი და გოგონათა ერთი გუნდი კვარიათში გაემგზავრება და სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან ორთაბრძოლაში გაარკვევს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ვინაობას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით „კოკა-კოლას თასი“ 2016 წელსაც ჩატარდა და ტურნირის საბოლოო ეტაპზე ვაჟთა 11 და გოგონათა 5 გუნდი მონაწილეობდა. წელს ეს რიცხვი გაიზარდა და ამჯერად, საბოლოო ეტაპზე ვაჟთა 20 და გოგონათა 12 გუნდი იასპარეზებს.
გასულ წელს გათამაშებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
Gff.Ge