“ნიუკასლი” ჩემპიონშიფის გამარჯვებულია (ვიდეო)
დასრულდა ინგლისის ჩემპიონშიფის რეგულარული სეზონი.
ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონის გამარჯვებული “ნიუკასლ იუნაიტედი” გახდა, რომელმაც “ბრაიტონს” ბოლო ტურში გადაუსწრო. “კაჭკაჭებმა” “ბარნსლი” დაამარცხეს 3:0, ხოლო “ბრაიტონმა” “ასტონ ვილასთან” 1:1 ითამაშა და ლიდერის პოზიცია დათმო. შეგახსენებთ, რომ “ნიუკასლს” რაფაელ ბენიტესი თავკაცობს, “ბრაიტონს” კი სათავეში კრის ჰიუტონი უდგას.
“ნიუკასლსა” და “ბრაიტონს” პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონში ადგილი მანამდე ჰქონდათ განაღდებული, ხოლო მესამე საგზურისთვის ერთმანეთს “რედინგი”, “ფულემი”, “შეფილდ უენსდეი” და “ჰადერსფილდი” შეეცილებიან.
ჩემპიონშიფიდან პირველ ლიგაში “როტერჰემ იუნაიტედი”, “უიგანი” და “ბლექბერნი” დაქვეითდნენ.
CHAMPIONS! ?⚫️⚪️#NUFC pic.twitter.com/hzbvWkQuQp
— Newcastle United FC (@NUFC) 7 May 2017