ვარსკვლავები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა ახლოვდება. საგულისხმოა, რომ ევროპულ ფეხბურთში არიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც კონტრაქტი სწორედ ივნისში ან ივლისში ეწურებათ და, შესაბამისად, თავისუფალი აგენტები ხდებიან.
გთავაზობთ მათ სიას.
ძირითადი მეკარე: უილი კაბალიერო (35 წლის, “მანჩესტერ სიტი”)
სათადარიგო მეკარე: მიგელ ანხელ მოია (33 წლის, “ატლეტიკო”)
ძირითადი მცველები: პეპე (34 წლის, “რეალი”), ჯურუ (31 წლის, “ჰამბურგი”)
სათადარიგო მცველი: ჯონ ტერი (36 წლის, “ჩელსი”)
ძირითადი განაპირა მცველები: ტრემულინასი (31 წლის, “სევილია”), გაელ კლიში (31 წლის, “მანჩესტერ სიტი”)
სათადარიგოს განაპირა მცველები: ანტონიო ლუნა (26 წლის, “ეიბარი”), გლენ ჯონსონი (32 წლის, “სტოკ სიტი”)
ძირითადი ნახევარმცველები: ლუკას ლეივა ( 30 წლის, “ლივერპული”), სანტი კასორლა (32 წლის, “არსენალი”), დე როსი (32 წლის, “რომა”)
სათადარიგო შემადგენლობის ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი (35 წლის, “მანჩესტერ უნაიტედი”), ტიაგო მენდესი (36 წლის, “ატლეტიკო”)
ძირითადი შემტევი: ფრენკ რიბერი (34 წლის, “ბაიერნი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (35 წლის, “მანჩესტერ უნაიტედი”), რიკარდო კუარეჟმა (33 წლის, “ბეშიქთაში”)
სათადარიგო შემტევი: ხესუს ნავასი (31 წლის, “მანჩესტერ სიტი), ჰუნტელაარი (33 წლის, “შალკე”)