ზიდანი: “ვეცდებით “ატლეტიკოს” გავუტანოთ და შეხვედრა მოვიგოთ”
ხვალ, მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში “რეალს” შეხვდება. პირველი დაპირისპირება “ბლანკოსმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით, ანგარიშით, 3:0 მოიგო.
თამაშის წინ სტუმართა მწვრთნელმა, ზინდედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“თავიდანვე ვიტყვი, რომ პირველი მატჩის შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება. ვეცდებით, გავიტანოთ და მეტოქე ახლაც დავამარცხოთ. მოედანზე მასიმუმს გავაკეთებთ, არანაირ ძალას არ დავზოგავთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.”
“რა თქმა უნდა, “ატლეტიკო” პირველივე წამიდან შეტევას შეეცდება. ისინი არაკომფორტულ სიტუაციაში არიან და ეცდებიან, მდგომარეობა გამოასწორონ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელსაც ამ შეხვედრაშიც გავყვებით.”
“დიდი გზა გამოვიარეთ. რვა თუ ცხრა თვეა, ფეხბურთელები ყოველდღე ირჯებიან,რათა საუკეთესონი იყვნენ და გუნდს დაეხმარონ. თუმცა, ყოველ მესამე დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. ყველა მატჩში თავიდან ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ,” – აცხადებს ზინედინ ზიდანი.