ზიდანი: “ვამაყობ, რომ მყავს გუნდი, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეებისგან შედგება!”
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” ბარიერის გადალახვის შემდეგ, “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“მოხარულები ვართ, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ. ეს არის ის, რისთვისაც ყველა ფეხბურთელი იბრძოდა. ვფიქრობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. მოსამზადებლად ნამდვილად გვაქვს დრო.”
“პირველი ნახევარი რთულად დავიწყეთ, თუმცა მისი დასასრულისკენ თამაში გამოვასწორეთ. მეორე ტაიმში კი კარგი მომენტებიც შევქმენით. კმაყოფილი ვარ კარიმ ბენზემას ასპარეზობით. მან დღეს, განსაკუთერბით, გოლის მომენტში შესანიშნავად ითამაშა.”
“ვამაყობ, რომ მყავს გუნდი, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეებისგან შედგება. ჩვენი წარმატება თითოეული მათგანის დიდი გარჯის დამსახურებაა!” – განაცხადა “ზიზუმ”.