კიევში უკრაინული და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები ამხანაგურ მატჩს გამართავენ
20 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინული და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრა უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ფეხბურთის განვითარების მხარდასაჭერად ჩატარდება.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული, დავით ჯანაშია, გიორგი ნემსაძე, მიხეილ აშვეთია, ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გოგა გახოკიძე, მამუკა მაჭავარიანი, დავით სირაძე, გელა შეყილაძე, ლადო ბურდული.
როგორც მოგახსენეთ, შეხვედრა 20 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება.