ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი: თასის ტური იწყება!
ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას იწყებს. საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ერთერთ მთავარ სიმბოლოს, 14 მაისს, 13 საათზე ქალაქ გორში ჩაიტანენ.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში სპეციალური ღონისძიება ქ. გორის ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებას ფეხბურთჲს ფედერაციის ხელმძღვანელები, ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თასს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩაიტანენ. 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს.
Gff.Ge