მარკო ასენსიო: “მადლობა ზიდანს ასეთი ნდობისთვის!”
მადრიდის “რეალის” ახალაგაზრდა ფეხბურთელს, მარკო ასენსიოს საკმაო რაოდენობის სათამაშო დრო ეძლევა. მაგალითად, 21 წლის მოთამაშემ “ბლანკოსის” მიერ ლა ლიგაში ჩატარებული 36 შეხვედრიდან 22-ში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონთა ლიგაზე კი შვიდი შეხვედრა ჩაატარა.
ესპანელმა ბევრი შანსის მიცემისთვის, მის ხელმძღვანელს, ზინედიდნ ზიდანს მადლობა გადაუხადა.
“სეზონის დასაწყისში ჩემი უმთავრესი მიზანი, რაც შეიძლება, მეტი ხნით თამაში იყო. ცდას არ ვაკლდებდი, თუმცა პირადად ზიდანს მინდა, ვუთხრა დიდი მადლობა, რომ ასეთი ნდობა გამომიცხდადა. ვიცი, რომ მას ჩემი სჯერა!”
“ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. თითოეული ფეხბურთელი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია. სეზონი ძალიან გრძელია და ამიტომ, მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელით ვერ ითამაშებ.”
“სევილიას” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ (4-1). თუმცა, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. წინ მთავარი შეხვედრებია. ოთხშაბათს (“სელტასთან”, ავტ.) აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ასეთი შანსი წელს აღარ მოგვეცემა,” – განაცხადა მარკომ.