დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 მაისი
დავით თარგამაძე “სამტრედიაში”?
არ არის გამორიცხული, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დავით თარგამაძე “სამტრედიაში” ვიხილოთ.
27 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს უკრაინულ “ოლექსანდრიაში” ირიცხებოდა, თუმცა ერთი წელია, მას ტრავმის გამო აღარ უთამაშია.
“მილანი” ფრენკ კესიეს იმატებს
დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მილანის” პირველი შენაძენი “ატალანტას” ნახევარმცველი, ფრენკ კესიე იქნება.
Goal.Com-ის ინფორმაციით, “როსონერი” 20 წლის კოტდიუვარელ ფეხბურთელში 28 მილიონ ევროს გადაიხდის.
ობამეიანგი ჩინელების წინადადებას განიხილავს
L’Equipe-ს ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩინური კლუბების შემოთავაზებას განიხილავს.
არ არის გამორიცხული, გაბონელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედში” ან “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას მაღალი ხელფასი ამჯობინოს.
“ლივერპული” სახოში 30 მილიონს ითხოვს
“ლივერპულის” კუთვნილებაში მყოფი მცველის, მამადუ სახოს შეძენა “კრისტალ პალასის” გარდა, “ნაპოლის”, “ვესტ ჰემსა” და “საუთჰემპტონს” სურთ. ლივერპულელებს ფრანგი ფეხბურთელის გუნდში დატოვების სურვილი არ აქვთ.
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდული კლუბი 27 წლის მცველში 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.
კურტ ზუმა “ინტერში”?
იტალიურ პრესის ცნობით, მილანის “ინტერი” დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. “ნერაძური” ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველით, კურტ ზუმათი დაინტერესდა.
დიდი ალბათობით, “ინტერი” ლონდონურ კლუბს ზაფხულის დასაწყისში პირველ შეთავაზებას გაუგზავნის.