იტალიის თასი “იუვენტუსმა” მოიგო (ვიდეო)
“სტადიო ოლიმპიკოზე” ტურინის “იუვენტუსსა” და რომუს “ლაციოს” სორის იტალიის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. შეხვედრა “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
“ბიანკონერი” მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა: მე-12 წუთზე ალექს სანდროს გადაცემას მეტოქის საჯარიმოში დანიელ ალვესი გამოეხმაურა, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში – 1:0. გატანილი გოლის შემდეგ ტურინელებს სათამაშო უპირატესობა არ დაუთმიათ, მეტიც – 24-ე წუთზე მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა: კუთხურის მოწოდების შემდეგ ალექს სანდროს პასით ამჯერად ლეონარდო ბონუჩიმ ისარგებლა და “ლაციოს” კარში მეორე ბურთი გაიტანა.
მატჩის მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა. ამრიგად, “იუვენტუსმა” იტალიის თასი არსებობის ისტორიაში მე-12-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. “ბებერმა სინიორამ” ამ სეზონში პირველი თასი მოიგო და კიდევ ორი ტიტულის დასაკუთრების შესაძლებლობა აქვს.
იტალიის თასი
ფინალი
“იუვენტუსი” – “ლაციო” 2:0 (2:0)
გოლები: დანი ალვესი 12′, ბონუჩი 24′.
გაფრთხილება: დანი ალვესი 86′